IWRP: ყვარლის რაიონის სოფლებში გოგონებს წინდაცვეთას აიძულებენ

აერთაშორისო ორგანიზაცია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” (IWRP) კვლევას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ავარებს შორის გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკას ეხება. კვლევის თანახმად, ასობით ავარ გოგონას ყვარლის რაიონის სოფლებში – თივიში, სარუსოსა და ჩანტლისყურეში, სადაც ბევრი ეთნიკური ავარი ცხოვრობს, წინდაცვეთას აიძულებენ.
ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს მთავრობაში განუცხადეს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მსგავსი ფაქტების შესახებ მონაცემები არ აქვთ ადგილობრივ არასმთავრობოებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც.
“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი მოკვლევის ჩატარების პირობა დადო.
“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ინფორმაციით, აგვისტოში ორგანიზაციამ „რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, დაღესტანში ათობით ათას ქალსა და გოგონას წინდაცვეთა აქვს ჩატარებული. კვლევის თანახმად, სასქესო ორგანოს ნაწილს ძირითადად ერთიდან სამ წლამდე ასაკის გოგონებს სახლის პირობებში აჭრიან.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: ადვოკატებზე ნებისმიერ ზეწოლას იმ ღირებულებებზე ზეწოლად განვიხილავ, რომლის დაცვასაც კონსტიტუცია გვავალებს
შემდეგი სტატიასასამართლომ ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა