ივნისში უკრაინა და მოლდოვა დაიწყებენ ევროკავშირში გაწევრიანებზე მოლაპარაკებებს-საქართველო ვერასდროს, სანამ ივანიშვილი მართავს ქვეყანას – სამადაშვილი

აშშ-ს გადაწყვეტილება, დასანქცირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები არის რუბიკონი – ასე ეხმაურება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აშშ-ის მიერ საქართველოში შტატების მიერ სანქციების დაწესებასა და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვას.

სამადაშვილი იმ შედეგებს თვლის, რომელიც, მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკამ მოიტანა.

“აშშ-ს გადაწყვეტილება, დასანქცირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები არის რუბიკონი. თუ დღემდე თავს იმშვიდებდა ვინმე, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზადაა ბევრი სისაძაგლე ჩაიდინოს, მაგრამ ‘რუსები’ არ არიან, დღეიდან ეს ილუზია ვეღარ იარსებებს.

რამდენიმე შედეგი რაც ივანიშვილის პოლიტიკამ მოიტანა ქვეყნისთვის:
ნატოს სამიტის წინ ივანიშვილმა აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობები გააუქმა და შეუძლებელი გახადა რაიმე პროგრესის მიღწევა. შედეგი-კიდევ უფრო დაუცველი საქართველო.

ივნისში უკრაინა და მოლდოვა დაიწყებენ ევროკავშირში გაწევრიანებზე მოლაპარაკებებს-საქართველო ვერასდროს, სანამ ივანიშვილი მართავს ქვეყანას. სავარაუდოდ ოქტომბრამდეც დაიწყება მსჯელობა უვიზო მომისვლის გაუქმებაზე, იმედია, გადაწყვეტილებას არჩევნებამდე არ მიიღებენ.

ფინანსური სანქციები, რომელიც დაწესდება სავიზო შეზღუდვების შემდეგ, პირველ რიგში ოცნების ნაძარცვ ქონებას შეეხება, მაგრამ დააზიანებს მთლიანად ეკონომიკას.

საქართველოში არც ერთ თეთრის ჩადება არ მოუნდება არავის, ამერიკის ფინანსურ სანქციებთან პრობლემებს შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი ბიზნესი. რაც მთავარია, არავისთვის აღარ იქნება საინტერესო ეს ქვეყანა, მათ შორის რუსებისთვისაც, ამერიკის მიერ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, რა ინტერესი ექნებათ? აქ სწორედ სანქციებისგან გასაქცევ გზას ეძებდნენ.

გაიყინება აშშ-ს და ევროკავშირის ფინანსური დახმარებაც, რაც საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ კვალს დაამჩნევს.
ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების ჩიხში შეყვანით ივანიშვილმა საქართველო გაწირა სიღატაკისთვის, უპერსპექტივობისა და სრული დაუცველობისთვის-რუსეთის დავალება ამ ეტაპზე წარმატებით შეასრულა.

ერთადერთი პოზიტიურია ამ ყველაფერში, თავს ვეღარავინ მოიტყუებს, რასთან აქვს საქმე. ქვეყანაში, სადაც ამომრჩევლის 90 პროცენტი ირჩევს ევროპულ მომავალს, ფიზიკურად შეუძლებელია ამ რეჟიმის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი

banner
წინა სტატიაშიმსგავსი ფაქტების ხსენება არის შანტაჟი და მუქარა – კაჭარავა ოლივერ ვარჰეიმის განცხადებაზე
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება