ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – ქვეყნების სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ თვეში ქვეყანაში 387 781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია.

სტატისტიკური მონაცემებით, ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 90 239 მოქალაქე, რაც წინა წელთან შედარებით 503%-ით მეტია.

15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში საქართველოში შემოვიდნენ:

1) რუსეთი – 90 239 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 503%
2) თურქეთი – 62 192 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 110%
3) სომხეთი – 61 974 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 365%
4) საქართველო (არარეზიდენტი) – 22 143 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 104%
5) ისრაელი – 20 555 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30%
6) უკრაინა – 15 273 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან -1%
7) ყაზახეთი – 14 368 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 96%
8) აზერბაიჯანი – 13 067 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 89%
9) ბელარუსი – 12 284 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 222%
10) საუდის არაბეთი – 10 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 72%
11) ირანი – 9 454 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 599%
12) უზბეკეთი – 5 697 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 106%
13) გერმანია – 5 557 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 240%
14) პოლონეთი – 3 907 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118%
15) აშშ – 3 195 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87%

ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი – 253,000 ვიზიტორი სახმელეთო გზით, 131,500 კი საავიაციო გზით შემოვიდა.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – ორი დღეა, ოპოზიციონერ კოლეგებს ვეკითხები, რა უნდათ, რა პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ და გაგვებუტნენ იმის ნაცვლად, რომ სერიოზული ლაპარაკი დაგვეწყო
შემდეგი სტატიაადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ