“ივნისში დაგეგმილ სამიტზე ნატო ფინეთსა და შვედეთს ალიანსში ვერ მიიღებს”

“ივნისში დაგეგმილ სამიტზე ნატო ფინეთსა და შვედეთს ალიანსში ვერ მიიღებს”,-ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ განაცხადა.
“როცა საქმე ეხება ნატოში ახალი წევრების მიღებას, ეს ბევრად გრძელვადიანი პროცესია. ეს არც ისე სწრაფი და არც ისე ადვილია. ამას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება”, – თქვა მან.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თვლის, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის წევრობის დაბლოკვას ვერ შეძლებს. მისი აზრით, ანკარა წამოაყენებს პირობებს, ამიტომ ნატო აგრძელებს მოლაპარაკებებს.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა ალექსანდრე ნევზოროვმა უკრაინის მოქალაქეობის მიღება დაადასტურა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს