23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ივლისის მონაცემები: ფერმერულ რეესტრს 460 ფიზიკური და 374 იურიდიული პირი დაემატა

1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტი დარეგისტრირდა. მათ შორის 460 ფიზიკური, ხოლო 374 იურიდიული პირია.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ახლად დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო ფართობი 6,777 ჰექტარს შეადგენს.

ცნობისთვის, ფერმერული მეურნეობების რეესტრს სოფლის განვითარების სააგენტო აწარმოებს, რომლის მიზანიც აგრობიზნესის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნაა. რეესტრში რეგისტრაცია სააგენტოს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. რეგისტრაციის გავრცელება შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

banner
წინა სტატიაში“დოიჩე ველემ” ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
შემდეგი სტატია„მაინცდამაინც ნუ შეგშურდებათ“ — მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან