ივლისიდან საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზა შემოვა

ივლისიდან საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზა შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა წლის ბოლომდე ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს.

„ფაიზერთან“ ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილია მილიონი დოზის თაობაზე. „ფაიზერიც“ ასევე ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყებს მილიონი დოზის ვაქცინის მოწოდებას. ჯამში, წლის ბოლომდე ველოდებით, რომ დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მიერ განსაზღვრული სამიზნე, ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში10 წლის ლუკას საზოგადოების დახმარება ჭირდება
შემდეგი სტატიაპრემიერი: საქართველო მზად არის, ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს