ივერი მელაშვილი სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხვაზე იმყოფება

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის უწყებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ არღვევდნენ მის უფლებებს საპატიმროში.

ივერი მელაშვილი 3 საათზე მეტია, რაც გამოკითხვაზე იმყოფება. მისი ინფორმაციით, მის მიერ ადვოკატებისთვის გაგაზავნილი მასალები, მათ შორის წერილები, სადაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო დატანილი, ადრესატამდე არ მიდიდოა.

შეგახსნებთ, 2 მარტს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ კარტოგრაფების საქმის განხილვაში სასამართლოს მეგობრის დამცველის სტატუსით ჩართონ. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაგიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა