ივერი მელაშვილი: “ბრალდებები თავიდან ბოლომდე აბსურდულია! უსაზიზღრესი ბრალდებაა!

დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის ყველას, ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს, ეს არის როგორც საზოგადოების, ასევე ჩემი ადვოკატების დამსახურება, – ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს სასამართლომ გირაოთი გამოუშვა.

როგორც ივერი მელაშვილმა აღნიშნა, გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება.

კითხვაზე, ელოდა თუ რა ამ გადაწყვეტილებას, ივერი მელაშვილმა აღნიშნა, „კიც და არაც. კი იმიტომ, რომ დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მეორე ის, რომ ამათგან საერთოდ არ იყო დაპატიმრების საფუძველი და დამაპატიმრეს, ყველაფერს ველოდი, მაგრამ, კარგია, რომ გამათავისუფლეს. გირაოს არ ვეთანხმებოდი. უსაზიზღრესი ბრალდებაა. პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მადლობა და ალბათ ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი, რადგან ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში“.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა.

„ეს არაფერი არ არის, რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, აქ მეტი არაფერი არ ყოფილა. სამუშაო განხილვა იყო. საკითხი შეეხება სამუშაო შეხვედრას, კომისიის თავმჯდომარეს ხვდება მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, ვსაუბრობთ რაღაცაზე და მსჯელობა, სამუშაო ვითარებაში არ შეიძლება იყოს ასეთი გასაჯაროებული. თავიდან ბოლომდე არ მომისმენია ეს ჩანაწერი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ განწყობა იყო ის ჩვეულებრივი, რომ ერთი და მეორე მხარე რაღაცაზე შეთანხმდა, აქ მეტი არაფერზეა საუბარი“, – განაცხადა მელაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე აბსურდული ბრალდებებით.

„რაც შეეხება მანჯალაძეს, მას ადგილზე არ ჰქონდა ნანახი გარეჯი. დარწმუნებული ვარ, მანჯგალაძეს კი არა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ნანახი არ აქვს გარეჯი. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ბრალდება არის აბსურდული, არ ემყარება არავითარ საფუძველს, რომ ნატალია, მე ან ვინმე ექსპერტი რამე ბრალეულობაში იყოს, რაღაც ფართობის გადაცემის, წინა ხელისუფლების მიერ იყოს ამისთანა, ან იმის წინანდელი ხელისუფლების ეს აბსურდულია, ისევე, როგორც თავად ბრალეულობა, რომ ვიღაც ცდილობდა ფართობების გადაცემას. ეს არის ცალსახად აბსურდული ბრალდება, არარსებულია, რადგან საფუძველი არ აქვს. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, შეთანხმებულ მონაკვეთებზე, რომ საზიანოდ შეთანხმდა. არაფერი საზიანო არ მომხდარა, ეს არის ზუსტად ის შეთანხმება, რაც იყო საჭირო. საზღვარი არის“, – განაცხადა მელაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით ჩანაწერები რომელიც გავრცელდა ასახავს სამუშაო პროცესს და ამ ჩანაწერებით ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება.

„ბოლომდე არ მომისნენია რაზეა საუბარი ჩემსა და მალხაზს შორის, ეს არის სამუშაო საუბარი. გოგი მანჯგალაძესთანაც რომ არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო საუბარი. უამრავი საკითხის განხილვა ხდება, ზოგზე არსებობს აზრთა ჭიდილი. ეს რიგითი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ რაც არ იცოდა იმაში დარწმუნდა, რაშიც დავრწმუნდით. იმაზე დაიდო შედეგი. რაზეც მოეწერა ხელი, ის არის შედეგი, ქვეყნის საწინააღმდეგო არ არის, იოტისოდენა გადახრაც არ არის. ამაში ვერც ბატონ გოგის ვერ დაადანაშაულებს ვინმე და ვერც ბადრი ბიწაძეს, არ შეიძლება და არც ივერი მელაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება. ნამდვილად არ ვთვლი სამართლიანად, დღეს ალბათ სასამართლოზეც განვაცხადე. რაკი მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ყველაფერი დროებითია, საქმე რომ დასრულდება გაირკვევა.

იმ რუკაზე ადრეც განმიცხადებია და ახლა ახალს ვერაფერს ვიტყვი. ის არის დიდი შეცდომების მქონე რუკა, მასზე დაყრდნობა არ შეიძლება რადგან მთიანად მცდარია ეს რუკა. ის, ვინც ამ რუკაზე აპელირებს, ან არ იციან საქმე, ან კიდევ დილეტანტური მისწრაფებაა და ამ მთავრობის მიერ გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის. არავითარი ზეწოლა არ მქონია არც ზემდგომი და არც ქვემდგომიდან. ჩვეულებრივ სამუშაო ვითარებაში ვასრულებდი წყნარად ჩემს საქმეს, ასევე იყო ნატალიაც და ის კომისიის წვერებიც, ვინც მონაწილეობდნენ განხილვაში. დანარჩენი ყველა ეს უსაზიზღრესი ბრალდება ვისაც მოუვიდა თავში, ამ გადაბრუნებული არზის პატრონებს, აგერ არის სასამართლო, საერთოდ არ იყო დაჭერა აუცილებელი. ბრალი არ არსებობს, უსაფუძვლოდ გვამყოფეს ციხეში. მე პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ, მაგრამ ის, რის გამოც მოხდა ჩემი დაკავება, არის პოლიტიკური მიზანი. პირველი იყო წინასაარჩევნო პერიოდში პარტიისთვის პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლის განხორციელება. თითქოს რაღაც გამოყვანა, რომ ტერიტორიები გადასცა და ა.შ. მეორე იყო ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება, ეს არის შედეგი. ეს ორივე არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. პროცესი მიმდინარეობს ვაცადოთ, იმედია დროზე დასრულდება დღეს კარგი მოხდა ის, რომ გამოგვიშვეს, მადლობა პირველ რიგში საზოგადოებას. არავინ არ უნდა აღმოჩნდეს ციხეში, რადგან ყოველგვარი მცდელობა აბსოლუტურად იმ საზიზღრობის გაგრძელება, რაც აქამდე ტრიალებდა. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს, ეს სულელური ბრალდებები პოლიტიკური მიზნით უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირების თაობაზე
შემდეგი სტატიამარიკაშვილი: მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენება უკანონოა, გავასაჩივრებთ