20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ირანის მიერ გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს

აშშ-ის პრეზიდენტის შვილზე, ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით, თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს, რომლის ექსტრადირებაც უკვე განხორციელდა შეერთებულ შტატებში. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა New York Post-ი ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, 32 წლის მოჰამად ბაყერ საად დავუდ ალ-საადი ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მიერ არის გაწვრთნილი. ის ივანკა ტრამპზე თავდასხმას 2020 წელს ბაღდადში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო, შურისძიების მოტივით გეგმავდა.

ვაშინგტონში ერაყის საელჩოს სამხედრო ატაშეს ყოფილი მოადგილის, ენტიფად კანბარის განცხადებით, ალ-საადი პირდაპირ მოუწოდებდა თანამზრახველებს კრემლის მიერ ლიკვიდირებული გენერლის გამო შურისძიებისკენ: „ყასემის მკვლელობის შემდეგ ის ამბობდა, რომ ივანკა უნდა მოვკლათ, რათა ტრამპის სახლი ისევე დავწვათ, როგორც მან ჩვენი სახლი დაწვა“.

ამერიკული სამსახურების ინფორმაციით, დაკავებულმა უკვე გამოაქვეყნა ფლორიდაში მდებარე იმ ანკლავის რუკა, სადაც ივანკა ტრამპსა და მის მეუღლეს, ჯარედ კუშნერს 24 მილიონი დოლარის ღირებულების მდიდრული ვილა აქვთ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის წევრად აირჩიეს
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება რუსთავში მწყემსებსა და პოლიციას შორის