ივანკა ტრამპის ქონება 740 მილიონი დოლარია

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის და მისი მეუღლის ჯარედ კუშნერის აქტივები 240-740 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ამის შესახებ მოწმობს კუშნერის შემოსავლების შესახებ მონაცემები, რომელიც პრეზიდენტმა თავის უფროს მრჩევლად დანიშნა. ტრამპის სიძის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის სხვა თანამშრომლების მონაცემებთან ერთად გავრცელდა. დეკლარაციის გამოქვეყნება ეთიკური მოთხოვნაა – წერს “ბიბისი”. დეკლარაცია არ შეეხოთ თვითონ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს.
კუშნერის დეკლარაციის მიხედვით, ივანკა ტრამპის ტანსაცმლის და პარფიუმერიის წარმოება 50 მილიონის აქტივს შეადგენს, მისი წილი Trump International Hotel-ში 5-25 მილიონი დოლარია.
თვითონ ივანკა ტრამპს, ჯერეჯრობით, არ გამოუქვეყნებია თავისი დეკლარაცია – ის რამდენიმე დღის წინ გახდა თეთრი სახლის თანამშრომელი.

banner
წინა სტატიაშიპარაგვაიში პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს პრეზიდენტის ხელახლი არჩევის პროტესტის ნიშნად
შემდეგი სტატიაკვლავ მწვავედ დგას პოლიციის მხრიდან დაკავებული პირებისადმი არასათანადო მოპყრობა – ომბუდსმენის ანგარიში