ივანკა ტრამპი: მამამ იუდაიზმის მიღებაში მხარი დამიჭირა

რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის ქალიშვილის განცხადებით, მამამისმა მას ებრაელზე გათხოვებასა და იუდაიზმის მიღებაში მხარი დაუჭირა.

,,მე ვაფასებ იმ ფაქტს, რომ მამამ თავიდანვე მხარი დამიჭირა იუდაიზმის მიღებაში. მას არანაირი ეჭვი და არგუმენტი არ გამოუთქვამს ჩემი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ,, აცხადებს ტრამპის ქალიშვილი, რომელიც მამის საარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული და სინაგოგებიდან ებრაული წარმომავლობის ამერიკელებს მამამისის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება, ამერიკის საელჩო აუცილებლად იერუსალიმში გადავა.

banner
წინა სტატიაში“არჩევნებზე მშვიდი და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფისთვის, სამართალდამცველების მობილიზებული ქმედებები გამოიკვეთა”
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე სახელისუფლებო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას არ ადასტურებს