ივანივშვილმა თითქმის წაიღო “რუსთავი 2” , მაგრამ თავის ოლიგარქიული აპარატით უკანასკნელ მოსახვევში მოსრიალდა-ნიკა მელია

ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება, სადაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის საქმეზე, სასამართლოში არსებულ პრობლემებზე და სიტყვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვაზეა საუბარი. განცხადებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აკეთებს და ამბობს, რომ, აშშ-ს ანგარიში საგანგაშო სიგნალია ხელისუფლებისთვის.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კატეგორიის ანგარიშში კონკრეტულ ადამიანზეა საუბარი, საუბარია ივანიშვილზე, საუბარია, რომ იგი არის არაფორმალური მმართველი და მას აქვს უზურპირებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. მან მოახერხა და თითქმის უკვე წაიღო “რუსთავი 2” და თავის ამ ბიუროკრატიული ოლიგარქიული აპარატით უკანასკნელ მოსახვევში მოსრიალდა,“ – განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“დაინტერესდით “რუსთავი 2″-ის საკუთრების უფლებით”-დავით დვალი პრეზიდენტს მიმართავს
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დააკავეს