,,ივანიშვილზე არაპოპულარული პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არსებობს”-საპარლამენტო ოპოზიციის წევრები

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ის, რითიც ბიძინა ივანიშვილი ამაყობდა, „საზოგადოების ჭარბი ნდობა“, გამქრალია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ივანიშვილის დაღმასვლა თვალსაჩინოა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, NDI-ის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაკოტრებულია.

„გაქრა მისი ჭარბი ნდობა. მასზე არაპოპულარული პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არსებობს. როდესაც ამ გამოკითხვით ხდება მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის აღმასვლა, პირდაპირ მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დაღმასვლა. ამას დამატებული პარტიის ყველაზე დაბალი რეიტინგი, ამას დამატებული საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრი, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ, ვხედავთ,რომ ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის გაკოტრებული,“-ამბობს გოცირიძე.

ნდობის დაკარგვის თვალსაჩინოებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც“. გიორგი კანდელაკის განცხადებით, უკვე შედეგებით აისახა, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საზოგადოების მოლოდინი არ გაამართლა.

„საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ამ ადამიანმა და მისმა გუნდმა არ გაამართლა. აქედან გამომდინარე ეს შედეგი აისახება და აისახა უკვე მთაწმინდის არჩევნებში. რაც შეეხება პიროვნულ რეიტინგებს ასევე სამწუხარო და ოდნავ გაუგებარია დავით ბაქრაძის გამორჩენა.“-ამბობს კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს
შემდეგი სტატიალარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები არჩევნებს ასახელებენ