ივანიშვილთან ბრძოლა არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ – ლევან ხაბეიშვილი

პარლამენტთან აქცია გრძელდება. შეკრებილები სესიის დაწყებას ელოდებიან, სადაც ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს კენჭი უნდა უყარონ, რითაც მხარს დაუწერენ პროკურატურის მოთხოვნას და ნებართვის გაცემას მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ.

ოპოზიციის წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„ბიჭებო ვწუხვარ, თქვენი კოლეგების ნაწილი, სპეცდანიშნულების რაზმები იცავენ ბიძინა ივანიშვილს, თქვენ დღეს რუს ოლიგარქს, რუსეთს მოქალაქე გახარიას იცავთ. 7 წელია, ჩვენ ივანიშვილს ვებრძვით, ივანიშვილთან ბრძოლა არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. 7 წელია, არ მითქვამს ეს სიტყვები, რომ თქვენ ფორმაში გადაცმულებს გაიძულებენ, დაიცვათ რუსეთი. მოგეწონათ გავრილოვი საქართველოს პარლამენტში?… საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პირდაპირ ცდილობდნენ განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება“- კალაძე 20 ივნისის მოვლენებში ოპოზიციას ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგავრილოვი და ტიპები, რომ ითხოვენ დეპუტატების დასჯას მხოლოდ მაგიტომ ნუ გააკეთებთ მაგას – წერეთელი უმრავლესობას