“მე პირველად გხედავთ, მაგრამ თურმე თქვენ არ გვხედავთ პირველად. მე არ ვარ დარწმუნებული რომ უნდა აიცილოთ, ჯერ უნდა გავარკვიო დეტალები, საიდან დაასკვენით, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია მაქვს ჩადენილი?
მოსამართლე: ნუ უსვამთ მოსამართლეს კითხვებს.
გვარამია: აბა ვის დავუსვა, თქვენი განცხადებებია.
“მე მაინტერესებდა უბრალოდ, ჩემზეა საუბარი, მე მადანაშაულებთ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, ბიძინა ივანიშვილსაც არ მოსვლია თავში აზრად, კიდე კაი არ იყავით მოსამართლე ჩემი თორემ 9-დან 12 წლამდე მიპირებდით აგერ ჩასმას, ესეც გიწერიათ. მე მაინტერესებს, ეს კვალიფიციურობაა თუ გაშავების კამპანია?
თუ გაშავების კამპანიაში იყავით ჩართული დავეთანხმები აცილების შუამდგომლობას და თუ ამ დროს არაკვალიფიციური იყავით, შემეძლო გამეტარებინა ეს ამბავი და დიდსულოვნად მეპატიებინა თქვენთვის ეს მძიმე შეცდომა.
დამნაშავედ მასახელებთ, რანაირად უნდა გამოიტანოთ ობიექტური გადაწყვეტილება. სულ მცირე ასეთად არ ჩანხართ, არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის.
არც კვალიფიკაცია იმსახურებს თქვენი ამ საქმის შემდგომ განხილვას, რადგან რაც აქ გიწერიათ სამართლებრივი ცოდნის მინიმალურ ცოდნას არ აჩვენებს, შეგეძლოთ გეთქვათ, მანამდე მოხდა ეს სანამ იუსტიციის სკოლაში დავიწყებდი სწავლას და მომიტევეთ არ ვიცოდიო და არ შევუერთდებოდი ამ განცხადებას, მაგრამ არ აკეთებთ ამას”,_ მიმართა ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, მოსამართლე თამარ მახარობლიძეს ნიკა გვარამიამ.
იქამდე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს და საფუძვლად მახარობლიძის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები დაასახელეს, რაც უფლებადამცველების შეფასებით, მოსამართლის მიკერძოებულობას ადასტურებს.
ადვოკატების ინფორმაციით, 2019 წლის 12 მაისს მახარობლიძეს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმფცია აქვს დარღვეული
“თქვენ გააკეთეთ განცხადება 2019 წლის 12 მაისს – გადასახადების შესახებ დავა და სიტყვის თავისუფლება ის საკითხებია, რასაც ნიკა გვარამია პრობლემად ასახელებს, ამით ცდილობს იმის გადაფარვას რასაც ჰქვია უკანონო შემოსავლის ლეგალიზება – ამ მომენტისთვის შემაჯამებელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას მიმართ არ არსებობდა… [უბრალოდ შეუძლებელია ნორმალურ ქვეყანაში არ აეცილებინა ასეთ დროს მოსამართლეს]” მიმართა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ სხდომის დასაწყისში მოსამართლე მახარობლიძეს.
ინფორმაციას სასამართლო პროცესიდან თამთა კახიძე ავრცელებს.


















