ივანიშვილს ურჩევენ უარი თქვას სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი - არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელებას აპირებს, – ამის შესახებ “თაიმერს” ყოფილ პრემიერთან დაახლოებულმა პირმა აცნობა, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.
ანონიმის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე კუთხით აწყობს, მათ შორის, იმის გამოც, ზურაბიშვილი ქალია და ივანიშვილი ამით გენდერულ თანასწორობაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას, ასევე, სალომე ზურაბიშვილი ბევრ საკითხში ეთანხმება ივანიშვილის პოლიტიკას. მთავარი მოტივი კი ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.
წყაროს ინფორმაციით, სამომავლოდ ივანიშვილს, რომელიც ასევე საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთში რამდენიმე საგადასახადო საქმეზე დიდი სასამართლო განხილვა ელოდება, ზურაბიშვილის დანიშვნით კი ფიქრობს, რომ გარკვეული დივიდენდების მოპოვებას. აქვე, წყარო არ აზუსტებს, რა ტიპის დივიდენტებზეა საუბარი.
“თაიმერის” რესპოდენტი ასევე, ამბობს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურას ივანიშვილის გარემოცვაში ოპონენტებიც ყავს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ამბიციური და კონფლიქტურია, რაც, სამომავლოდ ხელისუფლებას და შესაძლოა, პირადად, ივანიშვილსაც, პრობლემებს შეუქმნის. ამის მაგალითად ზურაბიშვილის კანდიდატურის ოპონენტებს პოლიტიკოსის წარსული მოჰყავთ. წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მრჩევლები ზურაბიშვილის წინააღმდეგი არიან, ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად მაინც დაასახელებს.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილის მიერ “ჟენევაში” შექმნილი საფრთხე
შემდეგი სტატიადევიდ ბოუის ძეგლს გახსნიდან 48 საათში ვანდალებმა საღებავი შეასხეს