კახა მიქაია: ივანიშვილს უნდა დამორჩილებული, დამონებული, გათითოკაცებული მართვადი პოლიტიკური სპექტრი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 12, 2019 19:52

კახა მიქაია: ივანიშვილს უნდა დამორჩილებული, დამონებული, გათითოკაცებული მართვადი პოლიტიკური სპექტრი

-განმიმტკიცდა აზრი, რომელზეც რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის მთავარი გარანტორი მიხეილ სააკაშვილია. მიხეილ სააკაშვილმა ხელ-ფეხი რომ შეიკრას და წყალში დასახრჩობად გადავარდეს, პირველი ვინც მას მაშველ რგოლს გადუგდებს, არის ბიძინა ივანიშვილი. თუ ისე მოხდება, რომ ამ მაშველ რგოლს ხელ-ფეხშეკრულმა სააკაშვილმა ხელი ვერ ჩასჭიდა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი მის გადასარჩენად წყალშიც ისკუპებს, რადგანაც მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის მთავრი გარანტორია მიხელ სააკაშვილი. თავის მხრივ, სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის არსებობის მთავარი გარანტორი კი ბიძინა ივანიშვილია.

რა ხდება დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრში?! არაფერი, რადგანაც ის იმპოტეციამდეა მისული. განადგურებულ, გათითოკაცებულ ქართულ საზოგადოებას კი არ შეუძლია ამ ჯადო წრის გარღვევა. ეს უბედურება კი ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილთან ერთად შექმნა. სააკაშვილი და ივანიშვილი ეცდებიან პოლიტიკური სპექტრი ამყოფონ ამ მოჯადოებულ წრეში და ეცდებიამ მთავარ რამეს – არ გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ალტერნატივა, რომელიც ძალიან ადვილად დაამარცხებს ორივეს ერთად. ახლა ნიკა გვარამიას ინტერვიუ გამხსენდა მიხეილ სააკაშვილთან, სადაც გვარამიამ ვერ ათქმევინა სააკაშვილს პასუხი შეკითხვაზე: იქნებით, ბატონო პრეზიდენტო, თანასწორი თანასწორთა შორის? სააკაშვილმა მას არ გასცა პასუხი. ამიტომ იმისი ილუზია, რომ ან მიხელ სააკაშვილი ან ბიძინა ივანიშვილი თანასწორნი იქნებიან თანასწორთა შორის, რაც ხელს შეუწყობს სწორედაც დემოკრატიის განვითარებას საქართველოში, რეალურად არ არსებობს. არადა, ზუსტად ეს არის დემოკრატიის განვითარების მთავარი არსი – თანასწორობა თანასწორთა შორის. ქართული საზოგადოება კიდევ ერთ ლიდერს ელის, რაც სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. თანასწორობა თავად ქართული საზოგადოებისთვისაც მიუღებელია ჯერჯერობით. ეს არის პრობლემა. დემორატიის ხარისხის დაბალი დონე ამან გამოიწვია სწორედ და ლიეჟის შეხვედა იყო ამის ნათელი მაგალითი.

-ბატონო კახა, პოლიტიკური კრიზისია?

-საქართველოში არის პოლიტიკური, მორალური და სოციალური კრიზისი. მე ვსვამ მარტივ კითხვას. საერთოდ რომ არ მისულიყო “ქართული ოცნების” ზონდერ ჯგუფი ლიეჟის შეხვედრაზე და ვინმე ერთს ადამიანს გადაეღო “მრავალ ათასიანი” შეხვედრა ემიგრანტებთან, რომელიც ფაქტობრივად, ცარიელ დარბაზში შედგა, ხომ ყველაფერი დამთავრებული იყო? მიხელ სააკაშვილი ხომ გადანდგურდებოდა პოლიტიკურად? კი, მაგრამ, ეს არ დაუშავა ბიძინა ივანიშვილმა, რადგანაც, ეს ორნი პოლიტიკურ ტანდემს ქმნიან.

-ივანიშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად ემზადება…

ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნება” უკვე გაანადგურა, როდესაც მის სახეებად აირჩია კობახიძე, ზარდიაშვილი, სააკაშვილის ხელისბიჭები და პლუს ამას, ფეხბურთელი კალაძე. ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილმა ყველა სერიოზული ფიგურა, რომელიც მის გუნდში იყო, გაანადგურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა უკვე გაანადგურა “ოცნება”. ეხლა ივანიშვილი განადგურებულ “ოცნებას” დატოვებს თუ სანაგვეში გადაუძახებს, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტია ისევ იქნება “ქართული ოცნების” მსგავსი, რადგანაც მას არ შეუძლია პოლიტიკური პარტნიორობა. ივანიშვილის მეორე პარტიაში, სავარაუდოდ, დარწმუნებულიც კი ვარ, იქნებიან ე.წ რუსული პოლიტიკის მამები. ანუ, თუკი ახლა “ქართულ ოცნებაში” არიან სააკაშვილის მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე გადაგდებული ტიპები, პირობითად მომავალ “ქართულ ოცნება” 2-ში იქნებია შევარდნაძის მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე გადაყრილი ტიპები. ის, რომ ივანიშვილს არ შეუძლია პარტნიორობა როგორც პოლიტიკურ ოპონენტებთან, ასევე, თავის მომხრეებთან, განვლილმა შვიდმა წელიწადმა თვალნათლივ დაგვანახა.

-რა უნდა ივანიშვილს?

-დამორჩილებული, დამონებული, გათითოკაცებული მართვადი პოლიტიკური სპექტრი.

-ფარული ჩანაწერები პოლიტიკიდან წასვლის მთავარი მიზეზი ხდება…

ამას ამტკიცებს განვითარებული მოვლენები. ვინც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურად წინააღმდეგობა გაუწია, მას “ოცნება” ამ სიბიძურით დაუპირისპირდა. ცნობილი მოვლენების შემდეგ ბესელიამ თქვა, ეჭვიც რომ მეპარებოდეს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილია გარეული მისი ფარული ჩანაწერის გავრცელებაში, პარტიას იმ წუთასვე დავტოვებდიო . ეკა ბესელიას მინდა ვუთხრა – დაგაგვიანდა, ქალბატონო ეკა! დაგავიანდა!

მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ – უკრაინის მართლამდიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ხელისუფლების და საპატრიარქოს მხრიდან არ აღიარება, ეს არის სირცხვილი. ეს არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს მარცხი და კრახი! ეს არის მართლამდიდებლობის ღალატი. ჩვენს “ერთმორწმუნე ძმებს “, რუსეთის მართლმადიდებლ ეკლესიას, ნამდვილ ჭეშმარიტ მართლამდიდებლობასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

 

ბერდია  კალანდია

“თაიმერი”

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 12, 2019 19:52

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,061
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics