ივანიშვილს შეხვდა აშშ-ის ელჩი და უთხრა, ჩვენი მოთხოვნაა წახვიდე პოლიტიკიდან – მიხეილ სააკაშვილი

წავიდა, თუ გაიქცა? – ნიკა გვარამიას ამ კითხვაზე პასუხისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლაზე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთანაა კავშირში.

“მთავარ აქცენტებში” საუბრისას მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ივანიშვილს წასვლა მოსთხოვა:

“ჩამოსვლიდან ცოტა ხანში შეხვდა აშშ-ს ელჩი და უთხრა, ჩვენი მოთხოვნაა წახვიდე პოლიტიკიდან” – ამბობს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი პარალელს ავლებს ქართველ და მოლდოველ ოლიგარქ პლახატნიუკს შორის, ასევე იმ უკრაინელებზე, რომელთა ანგარიშებსაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ყადაღა დაადო და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ე.წ პრო-ტამპისტი ოლიგარქების წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების ფეხდაფეხ, ხომ არ შეიძლება იგივე ელოდოს ივანიშვილს? მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ უცხოურ დაფინანსებებზე აუცილებლად დაიწყება გამოძიება, სადაც ივანიშვილის გვარიც ამოვარდება.

მისივე თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ტრამპი “რუსული პროექტია”, თუმცა ის, რომ რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდა ბაიდენის წინააღმდეგ მუშაობდა, ეს კამპანიის დროს აშკარა იყო:

“ყველამ იცის, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, კუშნერის მეშვეობით, ამაზე და უცილებლად იქნება გამოძიება ამერიკაში….

ეს სიგნალი რომ მიიღო ეჭვს არ იწვევს, აუცილებლად იქნება გამოძიება უკანონო დაფინანსებაზე, კამპანიების უცხოეთიდან და იქ ამოვარდება ივანიშვილის გვარი. ივანიშვილს ჰყავდა მთელი რიგი ლობისტური კომპანიები მათ შორის ისრაელში….” ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილმა მთელი თავის ქონება სწორედ სანქციების შიშით გადააფორმა “ქართუზე”.

“მე ერთი რამე ვიცი, რომ ივანიშვილმა გადაიტანა მთელი თავისი ქონება ფონდზე იმიტომ, რომ ეშინია აქტივების დაყადაღების, ეშინია საერთაშორისო მოქმედი პირებს მხრიდან, შეუთვალა ამერიკელებს, რომ თუ გინდათ დროებით წავალ საფრანგეთში, თუ გინდათ მან ჩამოვალ და ვიცხოვრებ დროებით, როგორც დაგპირდით გავერიდები ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ეს ტყუილია, ამას არავინ არ ჭამს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ვირუსის ბლოკატორები