ივანიშვილს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც მას შეიძლება ჰქონდეს კომპრომატები – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც არის მარტივად სამართავი და რომელსაც აქვს ივანიშვილის უკანონო დავალებები შესრულებული.

მისი თქმით, მომავალი მთავარი პროკურორი აუცილებლად იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ.

„მხოლოდ ისეთი ადამიანი იქნება მომავალი მთავარი პროკურორი, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილთან ან აქვს ივანიშვილის უკანონო დავალებები შესრულებული. ივანიშვილს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც არის მარტივად სამართავიც და რომლის მიმართაც მას შეიძლება ჰქონდეს კომპრომატები”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის თანამდებობას, შს მინისტრის მოქმედი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია,,სტრასბურგისგან ის მოლოდინი მაქვს, რომ თავის სიტყვას იტყვის, თუ იქაც ბიძინა ივანიშვილის ხელები არ მიწვდება”