“ივანიშვილს რევოლუცია თუ უნდა ამას აუცილებლად მიიღებს” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორიტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიცური სპექტრთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა.

ნათელაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით კანონპროექტის ჩაგდებით ისეთ საპროტესტო მუხტს მიიღებს, რომ ხელუსეფლების წარმომადგნელები იძულებული გახდებიან ქვეყენა დატოვონ.

“აზრთა სხვადასხვაობა ოცნებაში გამოწვეულია იმით, რომ კატასტროფული რეიტინგი აქვს ხელისუფლებას. როგორც კი ივანიშვილი უარს იტყვის მისცეს ხალხს თავისუფლების არჩევანი მიიღებს ისეთ საპროტესტო ტალღას, რომლის მიხედვითაც რეჟიმის წალეკვა არის გარდაუვალი ხოლო, ივანიშვილი თავის გარემოცვით ვერ მოასწრებს გაქცევას და ეს პერსპექტივა არავის არ გვინდა და ჩვენი ინტერესია, რომ მსვიდობიანად შევცვალოთ ხელისუფლება, მოპარული მოვატანინოთ ბიუჯეტში და ხალხს დავუბრუნოთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილზე, თუ უნდა რევოლუცია ის ამას აუცილებლად მიიღებს” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატია„ოცნებამ“ გუშინ გამოავლინა პოლიტიკური უმწიფრობა, მათთვის პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა – ბაქრაძე