ივანიშვილს ოქრუაშვილის ეშინია – “გამარჯვებული საქართველოს” წევრები პარტიის ლიდერის დაკავებაზე ინფორმაციას არასამთავრობოებს აწვდიან

region
ავტ.: region ივლისი 29, 2019 15:31

ივანიშვილს ოქრუაშვილის ეშინია – “გამარჯვებული საქართველოს” წევრები პარტიის ლიდერის დაკავებაზე ინფორმაციას არასამთავრობოებს აწვდიან

პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლები, ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს“ წარმომადგენლებს ხვდებიან. საუბრის მთავარი თემა თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის პატიმრობის შეფარდებაა.

თანაპარტიელების შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ ნიშნით დააკავეს. მათი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

„ის პოლიტპატიმარია, ყველა იმ 19 ახალგაზრდასთან ერთად, რომლებიც იქ გულანთებულები ანტისაოკუპაციოზე მიდიოდნენ. საქართველოს იცავდნენ, საქართველოს დამცველები ამ პუტინის მარიონეტმა ბიძინა ივანიშვილმა დააპატიმრა სამშობლოს სიყვარულისთვის, და ახლა ისჯებიან ეს ადამიანები იმიტომ რომ საქართველოს სუვერენიტეტს იცავდნენ. ბიძინა ივანიშვილს მისი ეშინია. ირაკლი ოქრუაშვილის წარსული პოლიტიკური გამოცდილება, მისი ბრძოლის უნარი და მისი განცხადებები განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლებას იცავს. ეს ტელევიზია რომელიც მე მეკუთვნის გახდება ჟურნალისტების, ანუ გახდება საზოგადოების საკუთრება. აი ეს მთლიანობაში მას ძალიან აშინებს. ეს ენა მისთვის უცნობი და ძალიან სახიფათოა. სწორედ იმიტომ რომ მისი ასე ეშინია მან ის დააპატიმრა,“-განაცხადა კოტე კემულარიამ

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას, “რუსთავი2”-ის საქმეს უკავშირებენ პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლები. გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა ოქრუაშვილის დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამაუწყებლო კომპანიის საკუთრებაზე პრეტენზია განაცხადა და წარადგინა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ “რუსთავი2” არა ქიბარ ხალვაშს, არამედ ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დოკუმენტზე არსებული ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა, ივანიშვილმა ოქრუაშვილის ჩამოშორება დაკავებით გადაწყვიტა.

„დღეს ქვეყანაში არის 19 პოლიტპატიმარი. ეს არის 17 ახალგაზრდა რომლებიც აბსოლუტურად არაფრის გამო სხედან ციხეებში. პლუს ამას ირაკლი ოქრუაშვილი და მანამდე ირაკლის შესაშინებლად დაჭერილი და იარაღის ჩადებით დაკავებული მისი უახლოესი მეგობარი კობა კოშაძე. დღეს გვყავს 19 პოლიტპატიმარი ციხეში და მეოცე ეს გახლავთ ნიკანორ მელია, რომელიც სამაჯურით ზის სახლში. ბიძინა ივანიშვილს მუდამ ეშინოდა რუსთავი 2 -ის. ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა იმისი, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა აღმოჩნდა ნამდვილი და ეს მას დაუდასტურა ოფიციალურად სამხარაულის ბიურომ. შესაბამისად, მან მოითხოვა გააუქმონ ბიურო, დაიჭირონ ოქრუაშვილი და ყველა ის ადამიანი ვინც მასზე ამბობს სიმართლეს, ვინც მას უშლის ხელს რომ გააგრძელოს საქართველოს ოკუპაცია,“-განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

region
ავტ.: region ივლისი 29, 2019 15:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics