ივანიშვილს მთავარი პრეტენზია იმაზე ჰქონდა, რომ საპატრიარქო ფულს ჰპარავდა – სააკაშვილი

“ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეტენზია იმის შესახებ ჰქონდა, რომ მას საპატრიარქო ფულს პარავდა.

ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე.

მას ჰქონდა მთავარი პრეტენზია იმაზე, რომ საპატრიარქო მას (ივანიშვილს), ჰპარავდა ფულს.

რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ახლა, “სახელმწიფო რელიგიის” სტატუსის შემოღება სჭირდება და თუ დასცალდა გამოიყენებს ფულის არა მხოლოდ საკონტროლებლად, არამედ ფულის მეშვეობით სამართავად.

საბედნიეროდ, ოქტომბრამდე ცოტა რჩება და შემდეგ საფრთხე იმისა, რომ “ოცნებამ” საკუთარ პოლიტიკურ საფლავში ჩაიყოლოს ეკლესია, საბოლოოდ მოიხსნება”. – წერს სააკაშვილი.

გადასცემენ თუ არა წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოს მართვის სადავეებს ივანიშვილის გუნდს? – სასულიერო პირების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაში რისკებს ხედავს და აცხადებს, რომ მათთვის წინადადება მიუღებელია, რადგან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში, ეკლესია მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა და ავტონომიას დაკარგავს.

ერთადერთი, რაზეც, მღვდელმთავრები თანახმა არიან კონსტიტუციური ცვლილებებია, რომელიც ეკლესიის როლს გაზრდის და საპატრიარქოს უპირატესად წარმოაჩენს.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნის იძულებით ქორწინების ბრალდებით მამა დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში, დიდ დიღომში, მშენებარე კორპუსის 1-ლი სართული ჩამოინგრა