ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს შინაპატიმრობაში ჰყავს გრიგოლ ლილუაშვილი:
“გრიგოლ ლილუაშვილი შიდა პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს – აკრძალული აქვს საჯარო სივრცეში გამოჩენა და ქვეყნიდან გასვლა.
კრიმინალები ვახტანგ გომელაურის დაკითხვას განაგრძობენ და პერიოდულად იბარებენ სხვადასხვა თემაზე – მოპარულ ფულს თვლიან, რომ ბიძინასთვის ამოიღონ. მისი “დაკაჩავება” წარმატებულია და ბიძინასგანაც მწვანე აქვთ.
რიგით ქოცებს როგორ მოგისვრით იფიქრეთ – ამათ რა დღეში აგდებს და თქვენ?!“ -წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.