ივანიშვილს კობახიძე შეცვლის – პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის პოლიტიკურის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა სადაც განვიხილეთ პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები. პირველ რიგში გაცნობებთ, რომ პარტიის ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყრილობა აირჩევს ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის რეჟიმმა ამნისტიით დაადასტურა, თუ როგორ უტიფრად იყენებს ყველაფერს პოლიტიკური დაკვეთისათვის: ბოკერია
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ განახლებული პოლიტიკური საბჭოს 21-კაციანი სია პარტიის ყრილობაზე დასახელდება