“ივანიშვილს ხელისუფლება მშვიდად უნდა ჩამოვართვათ”- გიგა ბოკერიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის გიგა ბოკერიას თქმით ივანიშვილისთვის ხელისუფლების ჩამორთმევა მშვიდად უნდა მოხდეს, ამის შესახებ განცხადება ბოკერიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. მისი განცხადებით ენმ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროცესმ მშვიდად ჩაიაროს და ქვეყანამ მშვიდობით გაიმარჯვოს:

”მშვიდად უნდა ჩამოვართვათ ივანიშვილს ხელისუფლება და დავიწყოთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც ქვეყანას ამ ჭაობიდან გამოიყვანს. ჩვენ წარსულზე არ უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ცუდი წყალს უნდა გავატანოთ და დავიწყოთ თავისუფალი და წარმატებული სვლა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესმა ჩაიაროს მშვიდად და საქართველომ მშვიდად გაიმარჯვოს. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე და არც მხოლოდ საზოგადოებაზე. ხელისუფლების და ივანიშვილის როლი ჯერ კიდევ ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რამე არიოს და ზიანი მოგვაყენოს. ჩვენ ამას მივაღწევთ”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას
შემდეგი სტატიასაია-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გადასატანი ყუთის წაღებაზე უარს აცხადებენ