“ივანიშვილს ჩემთვის ფულის ახევა ე.წ. ქურდული კანონებით უნდოდა” – მამუკა ხაზარაძე

ახსნა არ სჭირდება ჩემგან, რომ მე შემეძლო, ნებისმიერ დროს, გავრიგებოდი ბიძინა ივანიშვილს, ან თავი დამეხარა, ან მის სახელმწიფო რეკეტს დავმორჩილებოდი და რაღაცა “პატივი მეცა”, როგორც მან ერთხელ ტელევიზიაში თქვა – ჩხარტიშვილმა პატივი მცა და ხაზარაძემ პატივი არ მცაო, იქ ფულზე იყო საუბარი, დიახ, ფულზე იყო საუბარი, “ახევა” უნდოდათ ქურდული კანონებით, როცა მე შევცდი და მივედი აი, ამ ეგრეთწოდებულ ვითომ მორიგებაზე, მაგრამ მივედი და თურმე აღმოვჩნდი “ქურდულ” გარჩევაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი იყო მოსამართლეც, ქურდიც, პროკურორიც და გენერალური პროკურორი გვერდზე ეჯდა. ნებისმიერი გამოწვევისთვის ვარ მზად და არც ბილეთი მაქვს აღებული და არც ვცდილობ, ვიღაცას რაღაცა შევეხვეწო”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრემიერმა პუტინი გააკრიტიკა
შემდეგი სტატიაგალტ & თაგარტმა საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორზე ვორქშოპი გამართა