ივანიშვილს აშინებს ოპოზიციის კოორდინაცია, ამიტომაც მურუსიძის “შპარგალკებით” თავს ესხმოდა შავგულიძეს – რატიანი

ბიძინა ივანიშვილს აშინებს ოპოზიციაში არსებული კოორდინაცია – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.

მისი თქმით, ამის დასტურია თავდასხმა “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” მთაწმინდის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატ, შალვა შავგულიძეზე.

“ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ გააღატაკა საქართველო, ახლა უკვე შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას, როდესაც ამბობს, რომ რეალობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე არის მისი აღქმა. ამას ამტკიცებს ბოლო 7 წელიწადია და ამით მხოლოდ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ შეშინებული ივანიშვილი, როგორც ჩანს მას არ მოსწონს და ეშინია იმ პროცესების რაც ხდება ოპოზიციაში. გუშინ ის მურუსიძის შპარგალკებით თავს ესხმოდა შავგულიძეს, როგორც ჩანს მას აშინებს ის კოორდინაცია, რომელიც არის ოპოზიციაში”-განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე – ბატონო ბიძინა, ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება თქვენი მცდელობა
შემდეგი სტატიაივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედია, თუმცა სათანადოდ გაშუქება და დაფასება არ ხდება – აკაკი ზოიძე