ივანიშვილს არ შეიძლება ეწოდოს ქართველი პატრიოტი, რადგან ის ანადგურებს საქართველოს მომავალს – ნიქსი

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პატრიოტი არ არის – ამ განცხადებას “ამერიკის ხმასთან” ბრიტანელი ანალიტიკოსი ჯეიმს ნიქსი აკეთებს.

ნიქსის თქმით, “ივანიშვილის დე-ფაქტო მმართველობის ქვეშ, საქართველოში ავტორიტარული ტენდენციები გაიზარდა”.

“საქართველოში ლიდერები მოდიან ძლიერი პოზიციებიდან და შემდეგ კარგად არ ამთავრებენ. სამწუხაროდ, ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის შემთხვევაში. ასე იქნება ახლაც. ჩემს სტატიაში ვთქვი, რომ შევარდნაძე საფლავში ბრუნავს. ამაში ვგულისხმობ, რომ შევარდნაძე, საქართველოს მეორე პრეზიდენტი, საბჭოთა წარსულით, ბევრი ჩავარდნით კორუფციული სისტემითა, თუ სხვა პრობლემით, საბოლოო ჯამში საქართველოს პატრიოტი იყო. ბიძინა ივანიშვილს არ შეიძლება ეწოდოს ქართველი პატრიოტი, რადგან ის ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ კანონი, რომლიც “ოცნების” მთავრობამ მიიღო, ზღუდავს აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პლურალიზმს სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელმაც საქართველო წარსულში გადაარჩინა. ივანიშვილის დე-ფაქტო მმართველობის ქვეშ, საქართველოში ავტორიტარული ტენდენციები გაიზარდა”, – ამბობს ნიქსი.

banner
წინა სტატიაშიფოტიგები, რაისები, კუბილიუსები ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთო. არ გამოვუშვით და სტატუსი დამსახურებულად მივიღეთ – ზარქუა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“, თავისი არსობით, ყველა შემადგენელი ნაწილით ბოიკოტს უცხადებს ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მუშაობას – პაპუაშვილი