ივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გავლენა შეინარჩუნოს – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე, პარლამენტის შენობასტან იმყოფებოდა. მელიამ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ დღეს პოლიტიკოსების ჩარევის გარეშე, საზოგადოებამ მკაფიო გზავნილი გააგზავნა:

„დღევანდელი დღე არის ერთის მხრივ მკაფიო სიგნალის გაგზავნა, მაშინ, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ელემენტარულს ითხოვს ეს ხალხი, ივანიშვილმა ყველა და ყველაფერი არ იყიდოს ამ ქვეყანაში. არ იყიდოს ოპოზიციური პარტიები, თავისუფალი მედიის გარანტი არის რუსთავი 2, ის არის არა მხოლოდ სიტყვისა და თავისუფალი მედიის გარანტი, არამედ დემოკრატიული და სამოქალაქო პროცესების გარანტი. ივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გავლენა შეინარჩუნოს ყველა პოლიტიკურ სპექტრზე, დღეს მანაც დაინახა მკაფიოდ, რომ ყველაფერი არ გაუვა, ყველაფერი არ იყიდება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ჩამოკიდებული არაფორმალურ მმართველზე, ეს არის მტავარი გზავნილი საზოგადოებისგან. ყველაფერი უკან მოგვრჩება თუ რუსთავი 2 ქვეყანაში აღარ იარსებებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ შეჩვეულები ვართ ბრძოლას – დიანა ჯოჯუამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა