“ივანიშვილო, გონს მოეგე” – ანზორ მელიას პირველი კომენტარი

“ივანიშვილო, გონს მოეგე” – ასეთია ანზორ მელიას პირველი კომენტარი, მისი შვილის, ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე.

ანზორ მელია ამბობს, რომ ქვეყანაში არც სამართალია და არც სასამართლო – “მერე რა ეშველებათ ამ მოსამართლეებს, მეცოდებიან ესენი”.

არ ველოდებოდი, რომ ნიკა დაბრუნდებოდა სახლში. რას ვიზამთ, უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. მერე რა ეშველებათ ამ მოსამართლეებს, მეცოდებიან ესენი. ნიკა გიჟი კი არ არის, ისე კი არ შესახა წყალი. მოსამართლე არ უსმენდა, როცა ნიკა ყვებოდა, როგორ გაიტაცეს. სასამართალი საქართველოში არ არის.

ივანიშვილი, გონს მოეგოს, მაგას 2012 წელს მეც ვაძლევდი ხმას. დღეს ქუჩაში ვერ გამოდის, იყოს შუშის სასახლეში, როდემდე გაძლებს ვნახავთ. ნიკა კი თავის სიტყვას საქართველსოთვის იტყვის აუცილებლად ” – ამბობს ანზორ მელია.

banner
წინა სტატიაშიკირცხალიამ შარაშიძეს კულტურა დაუწუნა – სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში
შემდეგი სტატიაროგორ იმართლებს სკოლა თავს, სადაც ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს?!