ივანიშვილმა ვერ გაბედა ნიკა მელიას დაპატიმრება, რაც ნიშნავს, რომ რეჟიმი მოყანყალებულია – ბაჩუკი ქარდავა

პოლიტიკოსები საქალაქო სასამართლოს მიერ “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე დამდგარ განაჩენს ეხმაურებიან და აფასებენ. ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნიკა მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა.

“ივანიშვილმა ვერ გაბედა ნიკა მელიას ციხეში ჩასმა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოლიგარქი და მისი რეჟიმი მოყანყალებულია. სასამართლომ, რომელსაც ის სრულად აკონტროლებს, მაინც მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ივანიშვილს სურს ის მინიმუმი მაინც მიიღოს ამ საქმიდან, რომ ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუჩეროს. ახლა ჯერი უმრავლესობაზეა და ვნახოთ, რას იზამენ ისინი. მათი პატრონი შეეცდება კიდევ ერთხელ ჩაადენინოს ის უღირსობა, რაც ერთხელ უკვე ვიხილეთ, პარლამენტის წევრის უფლებამისილების შეწყვეტისთვის ხმის მიცემა”, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

banner
წინა სტატიაში“ბოლო პერიოდში აქტუალიზებული პოლიტიკური და მორალური საკითხების “ჩამონათვალში” გულიანად არ ჟღერს აფხაზეთი”
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ ყველა პოლიტიკოსი, ვისაც საზოგადოებაზე კარგი კუთხით შეუძლია გავლენის მოხდენა, გაანეიტრალოს – ნიკა გვარამია