ივანიშვილმა საქართველოს თვითონ უღალატა – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

ჩვენ არ ვშინდებით, ჩვენი გენი ასეთია, შეუძლებელია ქართველი დააშინო – ამის შესახებ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი დოროთე ყურაშვილმა “პირველებთან” განაცხადა.

არქიმანდრიტი ახლა 4 ოქტომბრის მასტშაბურ აქციაზე ხალხთან ერთად დგას და იქიდან მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, ეუბნება რომ მისი გამარჯვება ახლა მხოლოდ წასვლაშია.

ივანიშვილმა რომ თქვა, მოღალატეები გვყოლია გუნდშიო, კითხვა მაქვს, ვის უღალატეს? ივანიშვილმა საქართველოს თვითონ უღალატა – ამბობს სასულიერო პირი.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისთვის სათქმელი მაქვს – ივანიშვილმა რომ თქვა, მოღალატეები გვყოლია გუნდშიო, კითხვა მაქვს, ვის უღალატეს? ივანიშვილმა საქართველოს თვითონ უღალატა, ხალხს თვითიონ უღალატა.

განა შეიძლება მოღალატეს ვინც განუდგება ის მოღალატე იყოს?

სამართალდამცველებიდან ვინც მას განუდგებიან, ის არ შეიძლება მოღალატე იყოს, პირიქით ისინი გმირები იქნებიან. მათ ქართველი ხალხი დააფასებს. პოლიცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს. მათ მოვუწოდებ დადგნენ ხალხის მხარეს.

ივანიშვილმა უნდა იცოდეს რომ ხალხი არ იყიდება და არავინ არ დაშინდება, ქართველი ხალხსიდ აშინმება შეუძლებელია, უნდა იცოდეს ჩვენი გენი ჩვენი წარსული, ჩვენ არ ვშინდებით.

თუ გონს მოეგება და უფრო მშვიდობით წავა, ეს იქნება მსიი გამარჯვება. მისი გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ წასვლაში შეიძლება იყოს”, – განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

„მე მინდა, ორი სიტყვით აგიხსნათ, ჩვენმა წინაპრებმა, რატომ შექმნეს ასეთი დროშა. ხუთჯვრიანი დროშა, ქართული დროშა არის ქრისტეს ხუთი ჭრილობის აღმნიშვნელი. ჯვარი არის ჭრილობა, ჯვარი არის ტანჯვის იარაღი და ხუთი ჭრილობა ჰქონდა ქრისტეს – ორი ხელზე, ორი ფეხზე და მეხუთე გვერდზე, დიდი ჭრილობა, რომლითაც განგმირეს ქრისტე. ჩვენმა წინაპრებმა ეს დროშა – ხუთჯვრიანი იმიტომაც შექმნეს, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევდა ქრისტეს ჭრილობების ტვირთვა. ჩვენ ეს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჭრილობები ჩვენს ხორცზე ვიტვირთეთ და დღეს ჩვენ ვდგავართ ამ დროშით და ჩვენ ამ დროშის იმედად, ქრისტეს იმედად, ღმერთის იმედად გვინდა, რომ ჩვენი საქართველო გავათავისუფლოთ იმ ჭრილობისგან, რომელიც მიაყენა მტერმა, რადგან ჩვენი ქვეყანა დღეს საფრთხის წინაშეა.

დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა კი გვაქვს შენარჩუნებული ფორმალურად, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელი არ ვართ, რადგან დამოუკიდებელი ადამიანები არ გვმართავენ, არ მართავენ საქართველოს, ამიტომ საქართველო ეკუთვნის ხალხს. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ყველა სამართალდამცველი ვალდებულია, ძალაუფლების წყაროს დაემორჩილოს და არა დაუპირისპირდეს, არამედ მისი ნება შეასრულოს და არა ერთი ადამიანის, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი ისე, როგორც ეს გაუკეთებიათ და გუშინდელი სისხლი, რომელიც ახალგაზრდებს ადინეს, იყოს ბოლო საქართველოში.

მე მჯერა თქვენი, მე მჯერა გამარჯვების და უფრო მეტს გეტყვით – ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან ნათელ მხარეს ვდგავართ, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, – მიმართა არქიმანდრიტმა მოქალაქეებს.

 

banner
წინა სტატიაშინანა ჯორჯაძე აქციას შეუერთდა
შემდეგი სტატიაირაკლი ნადირაძე: ეს ხალხი აქედან გამარჯვების გარეშე არ წავა!