ივანიშვილმა რუსეთის მეშვეობით შექმნა სქემა და ამ სქემის მიხედვით ტარდება ე.წ. არჩევნები – შოთა მალაშხია

shota malashxia

shota malashxiaსაქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, შოთა მალაშხია, არჩევანის ეთერში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის გავლენებზე საუბრობს.

მალაშხიას თქმით, რუსეთს სურს საქართველოს სახელმწიფოებრივი გაქრობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი უწყობს ხელს.

„ივანიშვილმა რუსეთის მეშვეობით შექმნა სქემა და ამ სქემის მიხედვით ტარდება ე.წ. არჩევნები. რამდენი დამკვირვებელი უდა გყავდეს, რამდენი კოორდინატორი, რამდენი ფული გჭირდება და ა.შ. ეს სისტემა არის ამოსაყირავებელი, ანუ არჩევნებამდე უნდა გადაწყდეს ყველაფერი,“ – განაცხადა მალაშხიამ.

შოთა მალაშხიას განცხადებით, დღევანდელი სიტუაციის მოსაგვარებლად ოპოზიციის გაერთიანება გამოსავალია.

„ყველა მიმართულებით ანტირუსული, ანტიივანიშვილის სტრუქტურები უნდა შეიქმნას, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობაზე იქნება ორიენტირებული,“ – განაცხადა მალაშხიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ოპოზიციის მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა
შემდეგი სტატიაჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში და არა მივიდეთ მეორე ტურში