“ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ დანაშაულებებზე, რომლებსაც ჰქონდა ადგილი. სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს გლობალურ მასშტაბში, არამხოლოდ საფრანგეთის რესპუბლიკის დონეზე”, – ამის შესახებ განცხადება პოლიტოლოგმა ნიკოლა ტენზერმა BBC-ის სკანდალური ჟურნალისტურ გამოძშიებაზე საუბრისას გააკეთა.
BBC: “ოცნების” ხელისუფლებამ აქციებზე პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა
ტენზერის თქმით, “მაგნისტსკის სიაში” უთუოდ აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც მონაწილებდა ამ რეპრესებში.
“ჩვენ უნდა ვისაუბროთ მაგნიტსკის აქტზე, რომელშიც უთუოდ აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც მონაწილებდა ამ რეპრესებში. რაც შეეხება BBC-ის გამოძიებას, იმ შემთხვევაში თუ მომწამვლელი გაზის გამოყენება დადასტურდა , რაც ქიმიური იარაღის ერთ-ერთ სახედ ითვლება, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით, სანქციები უნდა იყოს მასშტაბური და აუცილებლად უნდა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის საფრანგეთის მოქალაქე და საპატიო ლეგიონის ორდენით არის დაჯილდოებული, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმ რეპრესეიებზე, რომლებსაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ”- თქვა მან.
















