,,ივანიშვილმა, როგორც დევიდ კოპერფილდმა, საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გააქრო” – სააკაშვილის წინასაარჩევნო მიმართვა

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ბედი ხვალ გადაწყდება.

მისი განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველო საერთაშორისო რადარებიდან ისე გააქრო, როგორც დავიდ კოპერფილდმა.

„ხვალ წყდება საკითხი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის დარჩენის პირობებში საქართველოს არსებობა ეჭვქვეშ დადგება და მსოფლიო რუკიდან გაქრობა დაემუქრება. ივანიშვილმა, როგორც თავიდან დაგვპირდა, საქართველო პატარა სოფლად გამოაცხადა და იწინასწარმეტყველა, რომ საერთაშორისო რადარებიდან გაქრებოდა. როგორც დევიდ კოპერფილდმა, მან მართლაც გააქრო ის საერთაშორისო რადარებიდან”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილი არჩევნებს ვერ გააყალბებს და ის რეალურად გაკოტრებულია.

„საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილი არჩევნებს გააყალბებს, სრული სისულელეა. ამ კაცს არაფერი გამოუვიდა. არ გამოუვიდა არც 40 მილიონიანი ფილმით, სადაც ათასგვარი ტყუილები იყო, ხალხის დაბოლება. არც კომპრომატებით ხალხის დაზაფრვა. არც მუქარები გაუვიდა და არც მის ფოჩიან კამფეტებს აღარ ართმევს უკვე არავინ. ის რეალურად არის მთლიანად გაკოტრებული“, – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო