მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საერთაშორისო წესრიგის რღვევა ავტორიტარულ რეჟიმებს აძლევს საშუალებას, უკონტროლო მმართველობის მოდელი გამოიყენონ შიდა და გარე პოლიტიკაში. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პროცესში აღმოჩნდა საქართველოც, სადაც ემიგრაციის ზრდა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება ქვეყნის დემონტაჟის ნაწილად იქცა. ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს გარემოება ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის და მოქალაქეების წინააღმდეგობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
“ის, რასაც ვუყურებთ დღეს, არის კლასიკური მოდელი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ სრულიად უკონტროლო სისტემები. ამათ ჟარგონზე ჰქვიათ Безпредел. რუსეთმა ეს გამოიყენა საერთაშორისო სისტემის დანგრევისთვის, შიდა Безпредел-თვის და ომისთვის.
საერთაშორისო სისტემის მოშლის ხვრელში გაძვრა ბევრი სხვა წვრილფეხა რეჟიმი, როგორიცაა ვენესუელა, რამდენიმე აფრიკული რეჟიმი და ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ თიშავს მისგან დამოუკიდებელ არხებს, რომ პირდაპირ ეთერში გვაყურებინოს ქართული სახელმწიფოს დაკვლა.
აი, გუშინწინაც საქართველოს ჩამოაჭრა მისი 1/3, ემიგრანტების სახით. როცა ამ ყასბურ სამუშოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს და მთლიანად ნაქვეყანარში დაისადგურებს სიბნელე. უნდა ვიბრძოლოთ! კარგი ამბავი ისაა, რომ „ბესპრედელი“ დიდხანს არასდროს გრძელდება“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
















