ბოლო დღეების განმავლობაში ვაშინგტონში ქართველი ოფიციალური პირების სანქცირების საკითხი აქტიურად განიხილება. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი დააყენა.
პავილიონის “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ საკითხს ვაშინგტონში ყოველ შეხვედრაზე აყენებს.
ივანიშვილმა ნიღაბი სრულად მოიხსნა და ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს და თავისივე საზოგადოებას – ამბობს პავილიონისი და ხაზგასმით აცხადებს, რომ ქართველი ოლიგარქი ქვეყანას რუსულ ჭაობში მიაქანებს.
ამერიკელებს შეუძლიათ შემოიღონ ინდივიდუალური სანქციები, ისევე როგორც მათ ეს წარსულში აქვთ გაკეთებული, მაგალითად მოლდოვას შემთთხვევაში. ახლა შეხედეთ მოლდოვაში შესანშნავი ვითარებაა. მოლდოვამ უკრაინასტან ერტად მოლაპარაკებები დაიწყო, საქართველო კი ჩამორჩება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. ეს ასევე შეეხება ნატოს. ივანიშვილმა ნიღაბი სრულად მოიხსნა და ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს და თავისივე საზოგადოებას. ის ამაზე არ შეჩერდება და გააგრძელებს საქართველოს რუსეთთან დაახლოებას. ამაში 100 %-ით დარწმუნებული ვარ, სწორედ ამიტომ, ჩემი კითხვა, მოწოდება არის და ამ კითხვას, ვაშინგტონში ყოველ ჩემს შეხვედრაზე წამოვწევ – დაუწესდება თუ არა ივანიშვილს სანქციები? ადამიანს, რომელიც ცდილობს შეაჩეროს საქართველოს, მოწინავე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის რუსულ ჭაობში წაიყვანოს”, – ამბობს პავილიონისი.