ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა – მცხეთაში “ქართული ოცნების” პარტიულ ღონისძიებაზე “პირველების” ყურადღება სცენაზე დამონტაჟებულმა ორმა ტრიბუნამ მიიქცია.
ერთ ტრიბუნასთან სიტყვით “ოცნების” ყველა ლიდრი გამოვიდა, მეორე ტრიბუნასთან კი, რომელიც ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში იყო მოქცეული, ბიძინა ივანიშივლის გამოვიდა სიტყვით.
ბიძინა ივანიშვილს მისივე თანაგუნდელებთან და ხალხთან დაჯავშნილი მინები ჰყოფდა. 2012 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხთან შეხვედრის დროს ივანიშივლმა ტყვიაგუმატარი აკვარიუმი გამოიყენა.