“ივანიშვილმა ყველა სახელისუფლებო შტო ერთპიროვნულად დაიქვემდებარა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო” – შალვა შავგულიძე

ბლოკი ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე, “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც შავგულიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ყველა სახელისუფლებო შტოერთპიროვნულად დაიქვემდება და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო.

“ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ბოლო ბასტიონი, რომელიც ჯერ კიდევ სრულად ვერ დაიპყრო ბიძინა ივანიშვილმა არის მედიის დამოუკიდებლად დარჩენილი ნაწილი. სწორედ ამ მედიის ფლაგმანის, „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ დაიწყო ახალი შეტევა ივანიშვილმა, რისი მომსწრენიც გუშინ გავხდით. არა აქვს მნიშვნელობა თუ ამჯერად ვისი სახელით შეეცდება ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის დაპატრონებას და მის გაჩერებას – ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გადასარჩენად, და ეს ბრძოლა ყველამ ერთად, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ცივილიზებული მომავალი, აუცილებლად უნდა მოვიგოთ” – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარეგულირებელმა კომისიამ შექმნა ისტორია, რომლითაც 9%-ის მფლობელს, მისცა შესაძლებლობა, წარედგინა სარჩელი – კორძაია “რუსთავი 2”-ის საქმეზე
შემდეგი სტატიაფრონტალური შეტევის გაგრძელება- “რუსთვი 2″-ის საქმე განსაზღვრავს, ვინ დგას ამ ქვეყანაში თავისუფალი მომავლის მხარეს”- ბაქრაძე საზოგადოებას მიმართავს