ივანიშვილმა იმედისა და მაესტროს მითვისების სანაცვლოდ მედია-ცენზორ რუხაძეს ფეშქაშად „ლიბერთი-ბანკი“ გადასცა

gugavaლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, პატარკაციშვილების ქონების მენეჯერმა, მედია-მაფიოზმა და ცენზორმა ირაკლი რუხაძემ ტელე-კომპანიები „იმედი“ და „მაესტრო“ ლანგრით მიართვა ოლიგარქ ივანიშვილს, რის გამოც ამ არხებზე დაიხურა რეიტინგული თოქ-შოები და გაძევებულ იქნენ მიუკერძოებელი ჟურნალისტები.
წინასაარჩევნოდ ერთ დროს თავისუფალი ტელე-კომპანიები ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იქნება ოპოზიციის დისკრედიტაციისა და მმართველი გუნდის შავი საქმეების გასათეთრებლად.
სანაცვლოდ, მედია-მაფიოზმა რუხაძემ ივანიშვილისაგან ფეშქაშად მიიღო „ლიბერთი-ბანკი“, რომელიც პენსიონერების ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის.
ლეიბორისტული პარტია მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომლის მოქალაქეცაა ირაკლი რუხაძე, დადგენილ იქნას რა ხრიკებით მიიღო ამ ქვეყნის მოქალაქეობა და გამოძიებულ იქნას მისი ფინანსური მაქინაციები.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი რიგგარეშე სხდომებს 3-4 ივნისს გამართავს
შემდეგი სტატია2 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს ახალ კვებით დანამატს უფასოდ დაურიგებენ