ივანიშვილმა იცოდა, რომ ზარდიაშვილი ჩინჩალაძემ ჩასვა საპარლამენტო სიაში, მის მიმართ ნეგატიური რეაქცია ჰქონდა რასაც ჩემთან ამჟღავნებდა

news
ავტ.: news სექტემბერი 27, 2019 12:06

ივანიშვილმა იცოდა, რომ ზარდიაშვილი ჩინჩალაძემ ჩასვა საპარლამენტო სიაში, მის მიმართ ნეგატიური რეაქცია ჰქონდა რასაც ჩემთან ამჟღავნებდა

ივანიშვილმა იცოდა, რომ ზარდიაშვილი ჩინჩალაძემ ჩასვა საპარლამენტო სიაში, მის მიმართ ნეგატიური რეაქცია ჰქონდა რასაც ჩემთან ამჟღავნებდა – ამის შესახებ განცხადება, მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ გადაცემა რეაქციაში საუბრისას გააკეთა.

“მე მის შესახებ გავიგე, რომ მოიყვანეს კომიტეტში. ვიცი, რომ ჩინჩალაძემ ჩასვა საპარლამენტო სიაში, მოგვიანებით ეს დადასტურდა და ივანიშვილმა ეს იცოდა ძალიან კარგად. შეიძლება ახლა თქვას, რომ არ იცოდა, თუმცა მის მიმართ ჰქონდა ნეგატიური რეაქცია, რასაც ჩემთან ამჟღავნებდა.

ახალდაწყებულია, ახალი მოწვევის პარლამენტია და ზარდიაშვილი შემოდის ჩემს ოთახში. აი, ასე, შეშინებული, მორიდებული, საცოდავად და მეუბნება, რომ ჩვენ სასამართლოსო… სასამართლოს სახელით მელაპარაკებოდა და უცებ ვერ მივხვდი, შემძრა ამან. გამიკვირდა, რა ჩვენ სასამართლო, შენ სასამართლო რატომ ხარ?!. მითხრა, ჩვენ სასამართლოსო ორი უფროსი, ორი ბატონი გვეყოლებაო, რომლის ყველა სიტყვას შევასრულებთო. ერთი ივანიშვილი და მეორე შენო, ოღონდ ჩვენთან უნდა იმეგობროო…
აი, მაშინ პირველად გამიცნობიერდა, რა როლით იყო ეს ადამიანი შემოსული პარლამენტში. მივუთითე კარებისკენ და ვუთხარი, ახლავე დატოვე ჩემი ოთახი-მეთქი”, – განაცხადა ბესელიამ.

გარდა ამისა, ბესელიას თქმით, ზარდიაშვილმა მალევე განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტში ის “ბევრს შრომობდა” და “ტენდერებში რაღაც ეკუთვნოდა”. მისი განმარტებით, საუბარია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან მერიის ტენდერებზე.

“წამოცდა იმიტომ, რომ უტვინოა ყველაფერთან ერთად და ბრიყვი”, — განაცხადა ბესელიამ.

news
ავტ.: news სექტემბერი 27, 2019 12:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,721
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics