ივანიშვილმა იცის, ასე რომ გიყვარვართ? – ასე მიმართა გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს, რომელმაც პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს ჰკითხა, აქვს თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთი.
წულუკიანი: ანუ back wau ticket-იც გაქვთ?
გახარია: როგორ ღელავთ მოკლედ… ერთი კითხვა მაქვს, გადავდექი და რატომ მიგვატოვეო, წავედი და ე ბიჭო, როდის დაბრუნდები, მოგვენატრეო და ივანიშვილმა იცის, ასე რომ გიყვარვართ? ხომ არ ეჭვიანობს?- უთხრა წულუკაინს გახარიამ.
მანამდე წულუკიანმა ყოფილ პრემიერს ჰკითხა, იღებს თუ არა მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეოაბს და იქნება თუ არა გახარია პროცესში აქტიურად ჩართული.
ვადასტურებ, რომ ახლა, თვითმართველობის არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას და თქვენც იქნებით ჩართული?
სრულად ვიქნები ჩართული, თქვენ არ იღელვოთ”, – განაცხადა გახარიამ.