“ივანიშვილმა გურული ოჯახისგან 45 ათას დოლარად ბაობაბის ხე შეიძინა”

“გურიის მოამბის” ინფორმაციით, ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი მშენებარე პარკისთვის, ბაობაბის ჯიშის ასწლოვანი ხე, 45 ათას დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიიდან მიაწოდეს.

სწორედ ამ სოფელში, გობრონიძეების ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში მდებარეობს ბაობაბის ხე, რომლის ასაკიც ადგილობრივთა გადმოცემით მინიმუმ ასი წელია. თავად ოჯახი, რომელსაც ხე ეკუთვნის, ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს, თუმცა მეზობლების ინფორმაციით, ხის სანახავად თავდაპირველად სოფელს ექს-პრემიერის ძმა ადიკო ივანიშვილი ეწვია, ამ დღეებში კი ხე თავად ბიძინა ივანიშვილმაც ინახულა.

“მოვიდნენ, დაათვალიერეს ფესვები, გაზომეს, გადაუღეს სურათები, თქვეს, რომ გადატანა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ხეს ფოთლები გასცვივაო” – ამბობს ერთ ერთი მეზობელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილები ხეში 45 ათას აშშ დოლარს იხდიან.

15086882_1820549561563376_26227897_n

 

წყარო: ,,გურიის მოამბე “

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : „ეს თავდასხმაა საქართველოს პროდასავლურ კურსზე და ჩვენს ურთიერთობებზე ნატოსთან “
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა