“ივანიშვილმა გათელა ჩვენი ღირებულებები, ეკლესია, რწმენა, ყველაფერი გააბაიბურა”
სხვა სტატიები
- გიორგი გახარია : ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით
- ივანიშვილი: კვლავ მახსენდება ის ბობოქარი დღეები, როცა უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს
- კელი დეგნანი: არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის რაც ახლა ხდება ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია:
“დიდი გულისტკივილით ვაკვირდები საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ყველაფერი არის ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. სწორედ მან გათელა ფეხქვეშ ჩვენი ღირებულებებიც, ეკლესია, რწმენა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ყველაფერი გააბაიბურა, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა, მართავს შუღლით და ამის ფონზე ძარცვავს და ანადგურებს საქართველოს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღარ დარჩეს ნამდვილი გმირები, ყველაფერი ამოსვაროს ლაფში და ტალახში, რომ რწმენა დასუსტდეს. დღეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და ქვეყნის გადარჩენის ამოცანაა, მხოლოდ ერთი- ოლიგარქის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი. მაშინ ამოისუნთქავს საქართველო, ჩამოიბერტყავს ამ ჭუჭყს, ამ წყვდიადს, საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.