ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით, ბიძინა ივანიშვილთან გახარიას მონაწილეობით მმართველი რამდენიმე ლიდერის შეხვედრა გაიმართა.

წყაროს ინფორმაციით შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ.

არსებული ინფორმაციით, მონაწილეთა ნაწილი გახარიას გადადგომას ითხოვდა, თუმცა მათ ივანიშვილის დარწმუნება ვერ მოახერხეს და ივანიშვილმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა.

მასთან შეხვედრის მონაწილეები დეპუტატები აცხადებენ, რომ უმრავლესობაში სიტუაციის დაჭერა უჭირთ და მატულობს იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებიც გახარიას გადაყენებას ითხოვენ.

წყარო: პირველი რადიო

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი არ კადრებს ქართულ სასამართლოს, რომ მიუთითოს, რა გადაწყვეტილება გამოიტანოს
შემდეგი სტატია,,დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდნენ, სასაცილო იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა”