ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინზე და ირანის რეჟიმზე ჰყიდის-ჯო უილსონი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მიესალმება.

ამერიკელი კონგრესმენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ არჩევნები გააყალბა და ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინზე და ირანის რეჟიმზე ყიდის.

მადლობას ვუხდი ნეით სიბლის და ჰადსონის ინსტიტუტს დიდი ბრიტანეთისადმი ხმამაღალი მოწოდებისთვის, რომ დაუწესონ სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებს და გარემოცვას. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინზე და ირანის რეჟიმზე ყიდის.” – წერს ჯო უილსონი.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთი: ჩვენ გხედავთ, ვიცით, რასაც აკეთებთ და ჩვენ არ მოვერიდებით მტკიცე ქმედებებს ამ ქვეყნის დასაცავად
შემდეგი სტატია“ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შესძლებოდათ, გამოეყენებინათ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები თავისი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად” | ნეით სიბლი