ივანიშვილმა ე.წ. სასამართლოს ხელით პირდაპირ გულში ესროლა ქართულ სახელმწიფოს – მაია კალანდია

ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის” მიერ ორგანიზებულ თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდამჭერ აქციაზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის წევრმა მაია კალანდიამ ისაუბრა დემოკრატიული იდეალების მემკვიდრეობითობაზე და სახელმწიფოს უზურპაციის მცდელობის ამაოებაზე.

,,იარაღასხმულმა მხედრიონმა ტყვია ესროლა სულ ერთი წლის სახელმწიფოს. მე მაშინ ვიყავი პარლამენტის შენობაში და ანალოგიური შეგრძნება მაქვს დღეს. – განაცხადა მან – გუშინ რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. სასამართლოს ხელით პირდაპირ გულში ესროლა ქართულ სახელმწიფოს.თუ გავატარებთ, თუ ერთად არ დავდგებით, უარეს დღეში აღმოვჩნდებით და ფორმაშეცვლილი მხედრიონი განგვისაზღვრავს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალს.

მივმართავ ოლიგარქს – ვერანაირად ვერ დავთმობთ ამას. არ გამოუვა – ქართველი ხალხის დაასამარებს მასაც ისე, როგორც დაასამარა ედუარდ შევარდნაძე. ქართული სახელმწიფო კვლავ დადგება ფეხზე და გააგრძელებს გზას , რომელიც დაიწყეს ქართველმა პატრიოტებმა წლების წინ. ” – განაცხადა მაია კალანდიამ.

banner
წინა სტატიაშიგახდება თუ არა „რუსთავი 2“-ის საქმე და საპატრიარქოს სკანდალი საპროტესტო აქციების საბაბი
შემდეგი სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობა „რ2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს