„ივანიშვილმა დაავალა სუს-ს, ჩვენი მხარდამჭერებისთვის გაეგზავნა ეს კადრები“ – თინა ბოკუჩავა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება – სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში 16 ადამიანი დააკავეს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დაკავებულებს შორის ენმ-ის მხარდამჭერებიც არიან, რომლებსაც სუს-მა კადრები ვირუსულად გაუგზავნა. ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ისრების გადატანას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ცდილობს:

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა რასაც ვხედავთ, პირადად მან მოახდინა ასეთ დანაშაულის სანქცირება, არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე, სუს-მა ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერს გაუგზავნა ეს კადრები, ცხადია ისინი ვერ დასჯიან ვერავის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ისრები გადააქვს სხვაზე, ეს არის ივანშვილის ერთადერთი პოლიტიკა მტრის ხატის შექმნა, ივანიშვილმა დაავალა სუს-ს, რომ ათეულობით ჩვენს მხარდამჭერისთვის გაეგზავნა ეს კადრები, მთავარი დამნაშავე და დამკვეთი არის ის, ვინც პრემიერმინისტრობის დროს ჯერკიდევ ღიად საუბრობდა ადამიანების პირად ცხოვრებაზე, შემდგომ აშანტაჟებდა და ასე აქრობდა მათ შორის პოლიტიკოსებს პოლიტიკური ველიდან, გვახსოვს გელა ხვედელიძე, ღარიბაშვილის პირველმა მოადგილემ როგორ აღიარა, რომ პირადადა მან გაავრცელა კადრები, ორი დღე გაატარა საპყრობილეში და ორი დღის პატიმრობით შემოიფარგლა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიას პირადი კადრების გავრცელება -დაკავებულია 16 პირი
შემდეგი სტატიაფარული ჩანაწერების გავრცელებაზე შესაძლოა კანონი გამკაცრდეს – მათიკაშვილი