24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

“ივანიშვილმა ცის ჩაკეტვა ირანის ომამდე ერთი წლით ადრე დააანონსა”- რომან გოცირიძე აბასთუმნის ობსერვატორიის გარშემო ატეხილ ხმაურზე

“აბასთუმის ობსერვატორია 30 წელია ფაქტობრივად უმოქმედო იყო, გუმბათგახვრეტილი. მისი აღდგენა მოხდა 2023 წელს. იგი ტურისტულ-სამეცნიერო ობიექტია. მე შენ გეტყვი და 24 საათი არ უყურებდნენ ვარსკვლავებს, რომ თვითმფრინავებმა ხელი შეუშალონ. ან სად იყო მაშინ ომი ირანში და მზარდი გადაფრენები, ივანიშვილმა ერთი წლით ადრე რომ დააანონსა ცის დახურვა?

უცნაურია ზოგიერთი ფიზიკოსის განცხადება, რომ ცის დახურვა და საჰაერო ტრასის სხვაგან გადატანა ივანიშვილის ახირებით და მოზღვავებულ შიშებით კი არაა გამოწვეული, არამედ თურმე მეცნიერებს დაუგდეს ყური.
იქნებ საჯარო წერილით მიმართონ ასტროფიზკოსებმა ივანიშვილს, თუ ასე უჯერებს მათ, მაშინ სინდისის პატიმრები და პოლიტიტპატიმრები გამოუშვას.

როგორ ფიქრობთ, იზამენ?!”_ წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში“უკვე გვიანია”- ისრაელმა ჰაიფაში შესული რუსული გემის დაკავებაზე უკრაინას უარი უთხრა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ვაგრძელებთ რეალობაზე მორგებას, რადგან პარლამენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს, დაკარგავს მნიშვნელობას