ივანიშვილმა ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ უპასუხა (ვიდეო)

რატომ ურეკავდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბოტანიკური ბაღის ნაწილის გაცვლაზე და კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის შესაძლო შეძენაზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29.7 ჰექტარის მიწის ფართობის აუქციონი დაასრულა.
ნაკვეთი აუქციონზე 6,326,495 ლარად გაიყიდა. აუქციონზე ჯერ-ჯერობით ქონების მფლობელის ვინაობა მითითებული არაა, თუმცა ენმ-ს ინფორმაციით, ქონების სავარაუდო მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.
ტერიტორიის გაყიდვის შემდეგ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს.

https://youtu.be/JYoagNV3gBs

banner
წინა სტატიაშიესპანეთმა პუტინის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანის დაკავების ორდერი გასცა
შემდეგი სტატიალატვიაში ფალოსის ფორმის ჩვილის ბოთლები იყიდება